27 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
"ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ დიასპორას მივცეთ ის, რაც არის მათი მინიმალური უფლება, საარჩევნო უფლება" - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, საარჩევნო კომისიის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის და არჩევნებში დიასპორის მონაწილეობის საკითხი იყო.

"ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი ის არის, რომ საგარეო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში და უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც საკმაოდ გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან არის დაკავშირებული საგარეოს მუშაობასთან. ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ დიასპორას მივცეთ ის, რაც არის მათი მინიმალური უფლება - საარჩევნო უფლება და არ გამოვიყენოთ მათ მიმართ არც დისკრიმინაცია და არც შეურაცხმყოფელი გზავნილები, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები