30 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
პარლამენტის კარებთან პროტესტის გამოხატვა არ არის კანონით აკრძალული - ლევან ხაბეიშვილი

პარლამენტის კარებთან პროტესტის გამოხატვა არ არის კანონით აკრძალული - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფება.

მისი განცხადებით, პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მანიფესტანტებზე და არ აძლევს შესაძლებლობას, პროტესტი გამოხატონ.

"ხელისუფლება ხალხს უწყობს პროვოკაციას, ტყუილით ამ კანონის მეორედ შემოტანით, შეურაცხყოფას აყენებს ახალგაზრდებს, ქართველ ხალხს და პროვოცირებენ ისინი. ეს თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" სამარკო ნიშანია - პროვოკაციულობა და ტყუილი. პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მანიფესტანტებზე და არ აძლევს შესაძლებლობას, პროტესტი გამოხატონ. პარლამენტის კარებთან პროტესტის გამოხატვა არ არის კანონით აკრძალული, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც პროვოცირებენ, რომ ახალგაზრდებს აკავებენ, მაქსიმალურად ცდილობენ, აგრესიულები იყვნენ. ეს არ არის სწორი და ზოგადად, კანონზე, რომელზეც ვლაპარაკობთ, ეს არ სჭირდება საქართველოს მოქალაქეს. ეს არის ევროპულ გზაზე შემაფერხებელი ქართველი ხალხისთვის. შესაბამისად, პროვოკაციულია თავიდან ბოლომდე ეს კანონი,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები