30 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
ნინო წილოსანი: ახლა არჩევანია ლაჩარ, სახედაკარგულ ალეკო ელისაშვილს და მის მიმდევრებს და "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის. ახლა არჩევანია ვის ანდობთ თქვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება

"ფაქტობრივად ამ კანონპროექტის განხილვამ ბურუსი გაფანტა და სურათი ძალიან დაწმინდა. ყველას სახე ძალიან კარგად გამოიკვეთა გაბლარულ პოლიტიკურ ველზე, როდესაც ბანდიტი და სადისტი ანგელოზის საფარქვეშ გვევლინებოდა, უცბად დალაგდა ყველაფერი", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციის და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა. გუშინდელი ექსტრემიზმის მერე, ვისაც ლაშა ბუღაძე მწერალი გეგონათ, სადისტური ნეტარებით, ძალადობის გამმართლებელი აღმოჩნდა. ეკა კვესიტაძე და მისი მიმდევარი ფეიკი ჟურნალისტი ქალები ყველაზე ფაშისტური ოვაციებით გამოდიოდნენ ამ ექსტრემიზმის მოსაწონებლად, რამაც ყველა - დიდიან-პატარიანად აღგვაშფოთა. მელია-გვარამიას კომენტირებაც არ სჭირდება, ძალადობრივი შინაარსის ადამიანების კლასიკაა. ეს ადამიანები ისევე დაგვლეწავენ, დაგვასახიჩრებენ, მოგვკლავენ და დაგვატერორებენ, როგორც ამას სულ ახლახან, ახლო წარსულში აკეთებდნენ. ფაქტობრივად ამ კანონპროექტის განხილვამ ბურუსი გაფანტა და სურათი ძალიან დაწმინდა. 

დღეს არჩევანი ცდება გამჭვირვალობის კანონის მასშტაბს. ახლა არჩევანია ლაჩარ, სახედაკარგულ ალეკო ელისაშვილს და მის მიმდევრებს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. ახლა არჩევანია ვის ანდობთ თქვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში, როცა ოპოზიცია პოლიტიკურ ტერორისტად არის ქცეული, როცა არასამთავრობოდ გასაღებული ადამიანები პოლიტიკაში გვევლინებიან. „ნაცი“ თარჯიმანიც კი ისეთი გაყეყეჩებული და ამპარტავნებით სავსეა, რომ გერმანიის კანცლერის სიტყვებს თავისი ინტერპრეტაციით თარგმნის," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები