30 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
რაც დრო გადის, უფრო მტკიცდება, რომ გამჭვირვალობის კანონი არის მისაღები - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების აუცილებლობა, დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო მტკიცდება.

მისივე თქმით, უცხოელი პარტნიორები თუ ევროპული ღირებულებების მომხრენი არიან, ამ კანონს აუცილებლად უნდა დაუჭირონ მხარი.

"რაც დრო გადის, უფრო მტკიცდება, რომ გამჭვირვალობის კანონი არის მისაღები, რომ საზოგადოებამ დაინახოს, ის უცხოური შავი ფული იხარჯება: გუშინ რაც მოხდა - პოლიციელების ცოცხლად დაწვაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში, იმედის ხელმეორედ დარბევაში, ჟურნალისტების, მედიის შევიწროებაში, ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანაში და ა.შ.

ამიტომ, თუ ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ, რომ ევროპული ღირებულება გვინდა, გამჭვირვალობის კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭირონ იმისთვის, რომ კარგი საქმეები რაც კეთდება, დონორებიდან ჩარიცხული ფულით NGO-ებში, საზოგადოებამ იცოდეს - ჩვენ ამის მომხრე ვართ,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით უყრის კენჭს კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

ოპოზიცია კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს და აცხადებს, რომ ის ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება; უმრავლესობისთვის კი გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

ამავე თემაზე
დღის ამბები