30 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
გუშინ ერთ-ერთი "ნაციონალისგან" მოვისმინეთ განცხადება, რომ მოლოდინი აქვთ, იქნებ, სისხლი დაიღვაროს, იქნებ, მსხვერპლი იყოს - ირაკლი ზარქუა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ერთი ადამიანი მაინც რომ დაიღუპოს, პროცესები ცუდად დამთავრდება, მმართველ გუნდში აფასებენ. დევი ჭანკოტაძემ განცხადება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს საპარლამენტო სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მმართველი გუნდი არ დაუშვებს, სისხლი დაიღვაროს. მან სამართალდამცველებს, მოქალაქეების დაცვისთვის, მადლობა გადაუხადა.

"მოვისმინეთ გუშინ ერთ-ერთი "ნაციონალისგან" განცხადება, რომ მოლოდინი აქვთ, რომ იქნებ, სისხლი დაიღვაროს, იქნებ მსხვერპლი მოჰყვეს. შეგახსენებთ, ბატონი სააკაშვილის ჩანაწერი რომ გავრცელდა, სადაც ის თავის მეგობარ გოგონას უყვებოდა, თუ სისხლი არ დაიღვარა, თუ ვინმე არ გარდაიცვალა, ისე დემოკრატია როგორ გინდაო? ასე მიაჩნიათ მათ დემოკრატია. ჩვენ არ დავუშვებთ, პირიქით - მინდა, მადლობა ვუთხრა პოლიციელებს, სამართალდამცველებს, რომელთაც გუშინ ღირსეულად დაიცვეს საზოგადოებრივი ინტერესები, დაიცვეს თითოეული მოქალაქის უფლებები. ამათ ჰგონიათ, რომ დაავიწყდა ქართულ საზოგადოებას ანცების ხელწერა, დარბევები, 7 ნოემბერი, მაისის დარბევები. ჩვენ ვიცავთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები