16 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
"ნაცმოძრაობის წევრი" დევი ჭანკოტაძე: ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება

ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, - ამის შესახებ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა დევი ჭანკოტაძემ პარლამენტში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

"ჩვენი ძალოვანი ვეტერანები ყველა არის ამ კანონის წინააღმდეგი. ხალხი, რომელიც ახლა უკან დგას, წინააღმდეგია, რადგან თვლიან, რომ რუსული კანონია. ამიტომ ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“, - აღნიშნა ჭანკოტაძემ.

დევი ჭანკოტაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობდა. საქართველოს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 2009 წლის მარტიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო და ეს თანამდებობა 2012 წლის 8 ოქტომბრამდე ეკავა.

დღის ამბები