30 აპრილი 2024,   18:57
ვრცლად
მათ უფლება აქვთ, მშვიდობიანად გააპროტესტონ - ჩვენ ამას დავიცავთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ხელისუფლებაში მოყვანას და მეორედ მოსვლას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ - ანრი ოხანაშვილი

კიდევ ერთხელ, არავის ამ ქვეყანაში ექსტრემისტულად, რადიკალური ნაბიჯებით სვლის უფლება არ მიეცემათ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ პირველ რიგში მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, უზრუნველყოფენ იმას, რომ არავის დესტრუქციული და რადიკალური ნაბიჯებით სვლის უფლება არ მისცენ და "ნაციონალური მოძრაობის" სახე რაც არის, რომ ეს არის რადიკალიზმი და შესაბამისად, მათ მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური მოწოდებებით შეუძლიათ გამოვიდნენ, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის, მაგრამ, კიდევ ერთხელ, არავის ამ ქვეყანაში ექსტრემისტულად, რადიკალური ნაბიჯებით სვლის უფლება არ მიეცემათ. აპროტესტებენ, მათ უფლება აქვთ მშვიდობიანად გააპროტესტონ. ჩვენ ამას დავიცავთ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ამ ხელისუფლებაში მოყვანას და მეორედ მოსვლას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები