30 აპრილი 2024,   15:57
ვრცლად
ვეტო იცით, რომ ფორმალურია, თუმცა, არსებითად შეაფერხებს პროცესს - ბექა ლილუაშვილი

პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ვეტოს უკვე გამოეხმაურა ქართული პოლიტიკური სპექტრი. ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა ადვილად დაძლევს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილი გამჭვირვალეობის კანონთან დაკავშირებით დისკრეციული უფლების გამოყენებას მაინც აპირებს.

"პრეზიდენტის ვეტო ეს ერთ-ერთი ნაბიჯია სიმართლის მხარეს. ვეტო იცით, რომ ფორმალურია, თუმცა, არსებითად შეაფერხებს ამ პროცესს. მთავარი პასუხი ამ პროცესზე უნდა გავცეთ თითოეულმა ჩვენგანმა," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი.

ცნობისთვის, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ბერკეტის გამოყენება, იმის მიუხედავად, რომ ვეტოს დაძლევენ, იქნება ხალხის ხმისა და სურვილის გამოხატულება, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველი გუნდის ინიციატივას.

დღის ამბები