09 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
საპატრიარქოს განცხადების ფონზე, ოპოზიციასა და NGO სექტორში ვნახეთ ნიღბის სრული ჩამოხსნა, არის სრული ლუსტრაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბარია გამჭვირვალობის კანონპროექტზე, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტსა და ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს განცხადებამ, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის რეალური სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

"ქართული ეკლესია ყოველთვის ქართველ ხალხთან დგას, საქართველოს დამოუკიდებლობასთან და საქართველოს სტაბილურ განვითარებასთან. ეს არის სიმბიოზი ერისა და ბერისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს.

საპატრიარქოს განცხადების ფონზე, ოპოზიციასა და ენჯეოსექტორში ვნახეთ ნიღბის სრული ჩამოხსნა. არის სრული ლუსტრაციაა, თუ რასთან გვაქვს საქმე, ოპოზიციის და ზოგიერთი ენჯეო ჯგუფის შემთხვევაში. ეს არის ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიის მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანების ჯგუფი. ვნახეთ ზოგიერთი „ენჯეოსა“ და ოპოზიციის გამოხმაურება ამ განცხადებაზე. ესაა მტრული რიტორიკა იმ ინსტიტუციაზე, რომელიც ქართული იდენტობის ნაწილია. ამიტომ უნდათ, ამ ტრიადაში შეცვალონ სარწმუნოება და ჩაანაცვლონ ფასეულობებით. სინამდვილეში, ესაა ფასეულობების არმქონე ოპოზიცია, ზოგიერთი ენჯეოჯგუფი, რომელიც ცდილობს ნამდვილი ქართული ღირებულებების ჩანაცვლებას გამოგონილი, ფიქტიური ღირებულებებით. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, 29-ში ყველამ დაინახოს, სად დგას ერი, ბერი, რა არის საქართველო, რა არის ჩვენი რწმენა მამულისა, ერისა და სარწმუნოებისა," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები