16 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
საკრებულო არ უნდა გახდეს მერიის დანამატი - ზაზა ვეკუა

„საკრებულო არ უნდა გახდეს მერიის დანამატი,“ - ეს განცხადება გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარემ, ზაზა ვეკუამ, გააკეთა.

მისი აზრით, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები უფრო კოლეგიალურები უნდა იყვნენ. ის აღნიშნავს, რომ უმცირესობის მიერ დავით ნარმანიას მოწვევა კანონიერი იყო და ამ დროს მთელი საკრებულო ერთად უნდა დამდგარიყო.

„საკრებულოში არ იყო ის მხარდაჭერა, რომ ერთიანი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, არა იდეებში, რა თქმა უნდა, არა მიდგომებში, მაგრამ, როდესაც კანონიერად რაღაცას ითხოვს, ამ დროს საკრებულოს ხელმძღვანელობას სწორედ უნდა დაეჭირა კოლეგიალური პოზიცია,“ - განაცხადა ზაზა ვეკუამ. 

დღის ამბები