28 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
დებატები პარლამენტში - პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სავარაუდოდ 1 საათს გაგრძელდება

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ერთმანეთის მონაცვლეობით გამოსვლის ფორმატს უმრავლესობა არ დათანხმდა. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, პოლიტიკური დებატები ოპოზიციური ფრაქციების გამოსვლებით დაიწყება.

დებატებს 15 წუთიანი გამოსვლის რეჟიმით უმცირესობის გარეთ მყოფი ფრაქციები გახსნიან. ნაციონალური მოძრაობა მათთვის განკუთვნილ დროს რამდენიმე წევრზე გადაანაწილებს. ქვეყნის შიდა პრობლემებთან ერთად, საგარეო პოლიტიკაზე აქცენტს ევროპული საქართველო გააკეთებს.

უმრავლესობამ პოლიტიკურ დებატებზე დათანხმება, პრეზიდენტისა და მმართველ პარტიას შორის მორიგი დაპირისპირების თავიდან აცილების მცდელობით ახსნა. პრეზიდენტის მიმართვაზე დასასწრებად, პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის სრული შემადგენლობაა მიწვეული.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, სავარაუდოდ, 1 საათი გაგრძელდება, რის შემდეგაც სხდომაზე 2 საათიანი შესვენება გამოცხადდება. შესვენების შემდეგ 5 საათიანი პოლიტიკური დებატები დაიწყება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები