„პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს მასალები, რომლებიც ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილს და კახურ კლანს, არ იყო გელა ხვედელიძის მასალები,“ - განაცხადა გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარმა რედაქტორმა არჩევანის პირდაპირ ეთერში.
ელისო კილაძე აცხადებს, რომ თუ ამ საკითხზე სპეკულაციები გაგრძელდება, ის წყაროს დაასახელებს.
„ის არის დღევანდელი მთავრობის წევრი, მინისტრი ერთ-ერთი, რომელიც იდგა ამ მასალების უკან და არის კიდევ გავლენიანი ადამიანი ბიძინა ივანიშვილის კარზე,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.