28 აპრილი 2024,   15:35
ვრცლად
70 მილიარდი რუბლი შემოწირულობის სახით - ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ბრალდებები დიმიტრი მედვედევს

რუსეთის სათათბიროს სპიკერი პარლამენტს დიმიტრი მედვედევის მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამოძიებისგან თავის შეკავებას სთხოვს. საუბარია ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე, რომელმაც პრემიერის ქონება შეისწავლა და დაადგინა, რომ მედვედევი რამდენიმე მდიდრულ რეზიდენციას და ფონდებს ფლობს, რომლებსაც შემოწირულობის სახით 70 მილიარდი რუბლი ჩაერიცხათ.

ოპოზიციის ბრალდებების გამოძიება სათათბიროში კომუნისტურმა პარტიამ მოითხოვა და სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ნავალნის ფონდის ბრალდებებზე პირველი კომენტარი დიმიტრი მედვედევმაც გააკეთა და დოკუმენტურ ფილმში მოყვანილ ფაქტებს გამოგონილი უწოდა.

დღის ამბები