28 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია კურიერს დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დაუდასტურა. როგორც რამიშვილი აცხადებს, მამაოს ერთადერთი მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა. მამალაძეს სურს, რომ მათ დეტალურად მოახსენოს საქმეში არსებული გარემოებები. 

რამიშვილის განცხადებით, ის დღეს იმყოფებოდა მამა გიორგისთან და შიმშილობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საფრთხის შემცველია. 

„4 აპრილის დილიდან, მან საკვების მიღებაზე უარი თქვა. მისი მოთხოვნაა, რომ შეხვედრა მოხდეს პატრიარქთან და წმინდა სინოდის წევრებთან. ამ შიმშილობის თაობაზე ოფიციალურად არის დაფიქსირებული შეტყობინება, დღეს რომ ვინახულე მამა გიორგი, დაწესებულების ხელმძღვანელმა დამახვედრა და გადმომცა, სადაც მითითებულია, რომ მან განაცხადა ოფიციალურად შიმშილობა. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მას აქვს რაღაც სათქმელი პატრიარქისთვის და სინოდის წევრებისთვის,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მამალაძის ადვოკატებმა პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს, რომ საქმეში მხარეთა უფლებები თანაბრად იყოს დაცული და გაუთქმელობის პირობა მოიხსნას. 

 

დღის ამბები