28 აპრილი 2024,   00:08
ვრცლად
ბანკი "ქართუ" ტაქსების კომპანიაში დასაქმებული მძღოლების ბრალდებებს პასუხობს

ქართუ ბანკი ტაქსების კომპანიაში დასაქმებული მძღოლების ბრალდებებს პასუხობს. ტაქსების კომპანიაში დასაქმებული 50-მდე მძღოლი საინვესტიციო ჯგუფი 21-ეს უჩივის. საინვესტიციო ჯგუფმა ბანკის დავალიანება ვერ გადაიხადა, რის გამოც ქართუ ბანკმა კომპანიის ქონებას ყადაღა დაადო. 

„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI-ს ბანკ ქართუში აქვს საკრედიტო დავალიანება, ოღონდ არა 6 მლნ, არამედ რამდენიმე ათეულჯერ უფრო ნაკლები. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულია უძრავი ქონება და ავტომობილები... კომპანიის საკუთრებაში არსებულ, გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებთან -ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით ბანკს მოთხოვნები არ დაუყენებია (გაკოტრების პროცესში ვერც დააყენებდა) სასამართლოში, შესაბამისად სააღსრულებო პროცედურები (კომპანიის მიმართ) ბანკის მოთხოვნის საფუძველზე არ მიმდინარეობს და ბანკის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა არ ადევს გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებს,“ - ნათქვამია ქართუს განცხადებაში.

 

დღის ამბები