07 მაისი 2024,   10:40
ვრცლად
ქიმიური შეტევა იდლიბში - სირიის ლიდერი მომხდარს სრულ ფაბრიკაციას უწოდებს

სირიის ლიდერი იდლიბში მომხდარ ქიმიურ შეტევას სრულ ფაბრიკაციას უწოდებს. სააგენტო ფრანს პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ბაშარ ალ ასადმა განაცხადა, რომ ამ იერიშის შესახებ გავრცელებული ცნობები არადამაჯერებელია, რადგან წყარო ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფება ალ ნუსრას ფრონტია.

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურმა კი აუდიო ჩანაწერები მოიპოვა. CNN-ის ცნობით, ამ ჩანაწერებში სირიელი სამხედროები და ექსპერტები ქიმიური შეტევის მომზადებაზე საუბრობენ.

სპეციალისტებმა სპეცსამსახურის მიერ მოპოვებული ყველა მასალა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ზარინის გაზი იდლიბში ნამდვილად სამთავრობო ძალებმა გამოიყენეს. ამ შეტევას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 33 ბავშვი.

ამავე თემაზე
დღის ამბები