08 მაისი 2024,   20:24
ვრცლად
წინასწარი პატიმრობისთვის საკმარისი მტკიცებულებებია - ნარჩემაშვილი ჩხვირკიას დაკავებაზე საუბრობს

ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.

მმართველ გუნდში პოლიტიკურ ზეწოლას გამორიცხავენ. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებში მას ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

„ეს პიროვნება მე პირადად მახსოვს აგრესიული განცხადებებით სატელევიზიო ეთერიდან. რაც შეეხება საქმის მასალებს, ვერ  გეტყვით რა არის საქმის მასალებში, მაგრამ გამოძიებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა. ეს მაფიქრებინებს, რომ ამ ეტაპზე არის საკმარისი მასალები იმისათვის, რომ ეს ადამიანი იყოს წინასწარ პატიმრობაში,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ აქტივისტს გამოძიება დანაშაულის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. 

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიებამ ბრალი 12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზების გამო წაუყენა. პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არცერთი ბრალდებული არ აღიარებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები