26 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
შეიცავს სახელისუფლებო მოწყობის უკიდურესად სახიფათო სისტემას - დავით უსუფაშვილი კონსტიტუციის ახალ მოდელზე

„ეს შეიცავს უკიდურესად სახიფათო სისტემას სახელისუფლებო მოწყობის,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, მმართველი გუდნის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის ახალ მოდელს.

შაბათის კურიერში მან აღნიშნა, რომ აღნიშნული კონსტიტუცია ერთპარტიული მმართველობის გამყარებას შეუწყობს ხელს. დავით უსუფაშვილის თქმით, ის საპარლამენტო მოდელის მომხრეა.

„როდესაც ერთ პარტიულობისთვის კეთდება ყველაფერი და მრავალპარტიულობას ექმნება სერიოზული ზღუდეები მაღალი ბარიერების სახით, მანდატების განაწილების სახით, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვლაპარაკობთ არა იმაზე, რომ საპარლამენტო მოდელში პრეზიდენტი ასე ავირჩიოთ თუ ისე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ერთპარტიულ მოდელში პრეზიდენტიც აუცილებლად ამავე პარტიის უნდა იყოს თუ არა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო მოდელი კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძის შემუშავებულია, თუმცა ამ წარდგენილ ვარიანტს არ ემხრობა. დავით უსუფაშვილის თქმით, მრავალპარტიულობის შემთხვევაში ხმალაძე ხმოსნების მიერ პრეზიდენტის არჩევას ემხრობა წლების შემდეგ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები