28 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
აქცია თბილისის მერიასთან - გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისირება მოხდა

დედაქალაქის მერიასთან გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მათ ჯერ მერიის შენობაში შესვლა სცადეს, შემდეგ კი აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიცია გარემოვაჭრეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.  

თბილისის მერიასთან ნავთლუღის ბაზრის გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი 6 თვის ვადით გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ალტერნატიული ფართის შეათავაზებასთან დაკავშირებით მერიისგან ამ დორმდე პასუხი არ მიუღიათ.

გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან ლეიბების მიტანას და აქციის გაგრძელებას აპირებენ. 

 

 

დღის ამბები