08 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
აუცილებლად მიმაჩნია დაკონკრეტდეს, რა ფორმით ჩაერთვებიან საყოველთაო სახალხო განხილვებში-მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვებში ჩაერთვება.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უდნა დააკონკრეტოს ფორმა, რომლითაც ის განხილვების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

„აუცილებლად მიმაჩნია, რომ დაკონკრეტდეს რა ფორმით ჩაერთვებიან ისინი საყოველთაო სახალხო განხილვებში. პრეზიდენტი თავად ივლის და საპარლამენტო უმრავლესობასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩაერთვება ამ პროცესში და ივლის მოსახლეობასთან შეხვედრებზე, თუ ამაში ჩაერთვებიან მისი წარმომადგენლები, თუ სხვა ფორმით. ანუ მან უნდა დააკონკრეტოს მონაწილეობა ამ ფორმატში და ამის შემდეგ ბუნებრივია ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად ძალიან კარგია, რომ მან ასეთი სურვილი გამოხატა,“-განაცხადა ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები