01 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
დაიცავი კონსტიტუცია! - კამპანიის მეორე დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა მარჯანიშვილის მოედანზე შედგა

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას დამოუკიდებლად განაგრძობენ ოპოზიცური პარტიები. დღეს თბილისში კამპანია დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა. 

ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონსტიტუციასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები მოსახლეობას დაურიგეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, საზოგადოებას სიმტკიცისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს, რათა მათ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი არავინ წაართვას.

სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, მმართველ გუნს საზოგადოებისთვის არჩევანის წართმევის მცდელობის გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების აქტიურობით საზოგადოება მთავრ პრობლემაზე ფოკუსირდება.

მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ბიძინაშვილი, საზოგადოებასთან შეხვედრების უმნიშვნელოვანეს დეტალად მათთვის სწორი ინფორმაციის მიწვდას ასახელებს. 

დღის ამბები