28 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
თუ პროცესი ისე წარიმართა, როგორც მიმდინარეობს, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლების კონსტიტუციას - დავით უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროცესს აფასებს.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ კონსტიტუცია არ უნდა მიიღოს საზოგადოების გახლეჩვის და დაყოფის ფონზე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ, თუ პროცესები მომავალშიც ისე განვითარდა, როგორც დღეს მიმდინარეობს, ქვეყანა მიიღებს არა ქვეყნის, არამედ ხელისუფლების კონსტიტუციას.  

„საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესმა უნდა გააერთიანოს ქვეყანა და არ უნდა დაყოს. კონსტიტუციამ მრავალი ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება უნდა უზრუნველყოს და არა პირიქით, ყოველმა ხელისუფლებამ ახალი კონსტიტუცია მიიღოს საზოგადოების დაყოფის და გახლეჩვის ფონზე. ამ თვალსაზრისით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი იმ კალაპოტით წარიმართა, როგორც დღეს მიმდინარეობს, ვშიშობ, რომ ჩვენ მივიღებთ მორიგი ხელისუფლების მორიგ ახალ კონსტიტუციას და არა ქვეყნის მომავლის კონსტიტუციას,“ -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები