27 აპრილი 2024,   21:46
ვრცლად
დაპირისპირება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე 

სიტყვიერი დაპირისპირება დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრსა და მოქალაქეებს შორის.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ  ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე მოხდა. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრმა მეორე კითხვის დასმა სცადა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო პასუხი, რომ ის უკვე სამი შეხვედრაა, პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულა.

დაპირისპირებამ დარბაზს გარეთ გადაინაცვლა.

ინციდენტის ამოწურვის შემდეგ განცხადება გააკეთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ. მისი თქმით, პროვოკაცია თავად მმართველმა გუნდმა გამოიწვია, რადგან ის სწორედ კითხვის დასმის უფლების შეზღუდვას მოჰყვა. 

დღის ამბები