28 აპრილი 2024,   18:38
ვრცლად
არასამთავრობოები შრომის ინსპექტირების საკითხის საკონსტიტუციო დონეზე დარეგულირებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის ინსპექტირების საკითხის საკონსტიტუციო დონეზე დარეგულირებას ითხოვენ.

სამოქალაქო სექტორში მაღალი რისკის მქონე სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ეფექტური ზედამხედველობის სისტემა უნდა ჰქონდეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, სტატისტიკა ამ მხრივ საგანგაშოა და აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები. მათი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს საქართველოში სამუშაოს შესრულების დროს 58 ადამიანი დაიღუპა.

სამოქალაქო სექტორი ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამჭვირვალე გამოძიების მნიშვნელობაზეც საუბრობს.

„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, რაც ნიშნავს მათ შორის სისტემის არსებობას, რომელიც იქნება პასუხისმგებელი შრომის უფლებების დაცვაზე, მის ზედამხედველობაზე,“ - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, ლინა ღვინიანიძე.

დღის ამბები