08 მაისი 2024,   10:47
ვრცლად
არც თქვენ გიჩუქებითა ჩემთვის არავითარი სადეპუტატო ადგილი და არც ჩვენ დაგვიყვედრებია ჩვენი წვლილი "ქართული ოცნების" გამარჯვებაში - ინაშვილი მდინარაძეს

საარჩევნო სისტემასა და ე.წ. გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესზე საუბარს, კონსტიტუციის ახალი პროექტის საერთო სახალხო განხილვაზე, დებატები მოჰყვა. კამათი პატრიოტთა ალიანსის ლიდერსა და ქართული ოცნების წევრ მამუკა მდინარაძეს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ირმა ინაშვილმა მმართველი გუნდი მანდატების მითვისების მცდელობაში დაადანაშაულა.

ბრალდებების საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ ინაშვილს შეახსენა, რომ სწორედ გადაუნაწილებელი მანდატების მეშვეობით ჰყავს პატრიოტთა ალიანსს ორი დეპუტატი პარლამენტში.

ინაშვილმა მდინარაძეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები შეახსენა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების გამარჯვებაში პატრიოტთა ალიანსის წვლილი მას არასდროს დაუყვედრებია.

„ბატონო მამუკა თქვენ მე მგონი გგონიათ, რომ თქვენ მაჩუქეთ პერსონალურად მანდატები პარლამენტში, რომ ვართ ახლა ჩვენ. არასდროს არ გამიხსენებია, მაგრამ მე და ჩემს გუნდს თავის დროზე, არაფერს არ გაყვედრით მაგრამ ძალიან დიდი წვლილი გვაქვს იმაში, რომ თავის დროზე ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება. ჩვენ ეს არ დაგვიყვედრებია ჩვენი სამშობლოსთვის და არც თქვენ გიჩუქებითა ჩემთვის არავითარი სადეპუტატო ორი - სამი ადგილი.  

"მანდატების გადანაწილებას რაც შეეხება, ჩვენ მოქმედი კანონმდებლობით, სარჩევნო კოდექსი და კონსტიტუცია წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და ამიტომ, ჩვენ თქვენ კი არ გვაჩუქეთ რამე ამ მანდატების მიღებისას, დაგვაკელით კიდევ ოთხი მანდატი და ჩვენი ოთხი დეპუტატი ვერ შევიდა პარლამენტში,“ - მიმართა ირმა ინაშვილმა მმართველი გუნდის წევრებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები