28 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში დავით სიხარულიძის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპული თადარიგის ოფიცრის, დავით სიხარულიძის, გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს. 

სამძიმრის განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

უწყების ინფორმაციით, დავით სიხარულიძე 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, დავით სიხარულიძე, ორი დღის წინ დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად, შეტაკებების დროს დაიღუპა.

დღის ამბები