26 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
ჩვენ პიროვნულად არ ვარკვევთ საკითხებს, რა მოსწონს და არ მოსწონს პრეზიდენტს - ეკა ბესელია

„ვინც არ უნდა იყოს ქვეყანაში პრეზიდენტი, ეს არის სისტემა, რომელსაც ვცვლით უკეთესობისკენ და ვიუარესებთ საკუთრ მდგომარეობას მმართველი პოლიტიკური გუნდი,“ - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე განაცხადა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლმა პრეზიდენტის უფლებებთან და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე ილაპარაკა და სხვა ქვეყნების მაგალითები მოიყვანა.

„ხალხს როდესაც ვესაუბრებით, ხალხთან საუბრისას პრეზიდენტი აწყდება კრიტიკულ მოსაზრებებს და ხედავს, რომ ასე არ არის, რომ ყველა ეთანხმება მოსაზრებას, რასაც ის ამბობდა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები უნდა იყოს. უმრავლესობა მხარს უჭერს იმ მოდელს, რაც არის ახლა შემოთავაზებული. მთავარია, მოსახლეობას როგორი მოდელი მოსწონს, ჩვენ პიროვნულად არ ვარკვევთ საკითხებს, რა მოსწონს და არ მოსწონს პრეზიდენტს,“ - აღნიშნა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის ურთიერთობასა და დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„პრეზიდენტის წარმომადგენლებს მუდმივად ჩვენ მოვუწოდებთ, პატივისცემით ისაუბრონ ინსტიტუტებზე, როდესაც ისინი საუბრობენ პარლამენტზე იმ ტონით და ფორმატში, რაც არ შეესაბამება ინსტიტუტების პატივისცემას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები