08 მაისი 2024,   20:42
ვრცლად
ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპს FBI-ის ყოფილ ხელმძღვანელთან საუბრის ჩანაწერის გადაცემას სთხოვენ

ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპს FBI-ის ყოფილ ხელმძღვანელთან საუბრის ჩანაწერის გადაცემას სთხოვენ. განცხადება ლინდსი გრემმა, ჩარლზ შუმერმა და მაიკლ ლიმ მას შემდეგ გაავრცელეს, რაც პრეზიდენტმა ჩანაწერის არსებობის შესახებ მინიშნება Twitter-ის ქსელში გააკეთა.

თუმცა ეს ინფორმაცია თეთრ სახლში არც უარყვეს და არც დაადასტურეს. სენატში დემოკრატების ლიდერის ჩარლზ შუმერის განცხადებით, ჩანაწერის განადგურება კანონის დარღვევა იქნება, იმ შემთხვევაში კი, თუ მსგავსი აუდიო მასალა საერთოდ არ არსებობს, დონალდ ტრამპმა დეზინფორმაციისთვის საზოგადოებას და ჯეიმს კომის ბოდიში უნდა მოუხადოს.

დღის ამბები