08 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
საარჩევნო სისტემა, გაუნაწილებელი მანდატები და პრეზიდენტის არჩევის წესი - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა სამტრედიაში

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის მეორე ტური სამტრედიაში  მიმდინარეობს. შეკრებილ მოსახლეობას საკუთარ არგუმენტებსა და შენიშვნებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ოპოზიციის ლიდერები აცნობენ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, განხილვების დასრულების შემდეგ მოხდება მოსახლეობის მოსაზრებების შეჯამება და მათი გათვალისწინება.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები გამოასწოროს.

„ასეთი მასშტაბით, ასეთი უპრეცედენტო გამჭვირვალობით მიდის ეს პროცესი, სტენოგრაფირებაც მიდის, ჩაწერაც მიდის, საბოლოო ჯამში შევაჯამებთ საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგად თქვენს მოსაზრებებს, ამ მოსაზრებების, ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ცვლილებები და მივიღოთ კარგი კონსტიტუცია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციამ კი, ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე გაამახვილა.

„პრობლემა არის ის, რომ ყველა პირველ ადგილზე გასული ძალა, ცდილობს მიიტაცოს იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე მას გადასცა ხალხმა,“ - მიმართა შეკრებილებს ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა.

საარჩევნო სისტემასა და გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესზე ისაუბრა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმაც.

ამ წუთებში შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. 

დღის ამბები