14 დეკემბერი 2019,   21:55
ვრცლად
უბოდიშოდ დატოვებული საქართველო - ქართული მხარე ჰერბერტ ზალბერს ჟენევის დისკუსიების მორიგ საიუბილეო შეხვედრაზე ნახავს

16 მაისს გერმანელი დიპლომატის მიერ გაჯეთებულმა განცხადებამ საქართველოში განსხვავებული შეფასებები გამოიწვია. დიპლომატიური გაუგებრობა ჰერბერტ ზალბერის მიერ ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვისთვის არჩევნების შედეგად გამარჯვების მილოცვას მოჰყვა.

დიპლომატის ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა ახსნა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.

ზალბერის არამეგობრული განცხადებით საგარეო უწყებაში იმდენად იყვნენ გაბრაზებულები, რომ საზოგადოებას დაპირდნენ კიდეც, რომ გერმანელი დიპლომატის განცხადებას მკაცრი რეაგირება მოჰყვებოდა. მთავრობის შემადგენლობა 3 დღის განმავლობაში გერმანელი დიპლომატის დასჯას ითხოვდა, მათ შორის, მისი ჟენევის დისკუსიებიდან ჩამოშორებას.

19 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინიტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან, შეხვედრის შემდეგ ჰერბერტ ზალბერმა მედიასთან ზოგადი განცხადება გააკეთა და კონკრეტული კომენატრისგან თავი შეიკავა.

ზალბერის წასვლის შემდეგ გაირკვა, რომ საგარეო უწყება ქვეყანასთან ერთად უბოდიშოდ დატოვეს. დავით დონდუა, 2 დღის წინ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლა.

უბოდიშოდ დატოვებულ კოლეგებს ჰერბერტ ზალბერი ივნისში ჟენევის დისკუსიების მორიგ საიუბილეო შეხვედრაზე შეხვდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები