28 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
"შოთაძისთვის დაბრალებას ჯობია დაადასტუროს,"- სოზარ სუბარი თორდიას შესახებ ვიდეომასალის გავრცელებას ეხმაურება

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი საუბრობს. იგი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის ქმედებები მათ უფლებამოსილებებს გასცდა და ინსტიტუტი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ საქმეს.

"ვიდეო არ მინახავს, კომენტარს ვერ გავაკეთებ. შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას, ურჩევნია ის დაადასტუროს, მართალია თუ არა და სინამდვილეში რა მოხდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელები რა განცხადებებსაც აკეთებენ, მეჩვენება რომ გასცდა მათ თანამდებობრივ უფლებამოვალეობებს და გადავიდნენ პოლიტიკურ თამაშებში, რაც არ შეშვენის ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს. 2012 წლის არჩევნების წინ გასული იყვნენ კანონიდან. ძალიან ცუდია როცა პოლიტიკურ თამაშებს იწყებენ, ეს ინსტიტუტი უნდა დაუბრუნდეს თავის საქმეს რომლისთვისაცაა შექმნილი,"- აცხადებს სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, რომ  დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია გენერალური აუდიტორი ერთ-ერთ კაფეში. აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გააკეთა თავად ლაშა თორდიამ და მასალის გავრცელებაში პროკურორი ირაკლი შოთაძე დაადანაშაულა. 

დღის ამბები