27 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
პრეზიდენტი და პრემიერი მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი“ - მოსახლეობას პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილეს ულოცავს.

ქვეყნის პირველმა პირმა განცხადება სამხედროების მიერ ფიცის დადების ცერემონიალის დასრულების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ყველას აერთიანებს.

„გილოცავთ ყველას, ძალიან მიხარია ზეიმი. ზეიმი, რომელიც გვაერთიანებს ხოლმე და ამ დღეს, როდესაც ჩვენ ვეძებთ ერთად სიხარულს. ეს მართლად ძალიან დიდი ბედნიერებაა და მართლა მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც თავიანთი ყოველდღიური შრომით და თავგანწირული ბრძოლით 26 წლის წინ მოგვცა ეს დიდი ბედნიერება ჩვენ,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი ევროპული ქვეყნის მშენებლობაა.

„ჩვენ აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ნამდვილად ევროპულ საქართველოს და მე ამაში ერთი წამი ეჭვი არ მეპარება. მინდა ყველას მივულოცო, ჩვენი ქვეყნის მეგობრებსაც მინდა მივულოცო, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენზე,“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

დღის ამბები