01 მაისი 2024,   07:50
ვრცლად
მოსამართლეთა ერთობა 20-მა მოქმედმა მოსამართლემ დატოვა

მოსამართლეთა ერთობა 20-მა მოქმედმა მოსამართლემ დატოვა. მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არსებული კრიტიკა და შენიშვნები გახდა. დღეს ორგანიზაციაში 20 მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ.

“იუსტიციის საბჭოს წევრები აქტიურად ცდილობენ ისარგებლონ ყველა შესაძლებლობით და საკანონმდებლო ხარვეზით იმიტომ, რომ მიღებული იქნეს ვიწრო ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც სისტემიდან ფაქტობრივად მოხდა ძალიან ღირსეული და დასაფასებელი კადრების განდევნა იმიტომ, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, მათ არ გაუგრძელდათ ვადა. საქმიანობას წარმართავს და გადაწყვეტილებებს იღებს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო, გამგეობა, რომელშიც არის 7 წევრი და გამოქვეყნებული განცხადება, რომელზეც პრეტენზია გაუჩნდათ წევრებს, მიღებული იქნა შვიდივე წევრის მიერ. ქალბატონმა ნათია გუჯაბიძემ მიიღო გამგეობის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა,“ - განაცხადა მოსამართლეთა ერთობის გამგეობის თავმჯდომარემ მაია ბაქრაძემ.

მოსამართლეთა ერთობის გამგეობის წევრის ბესიკ სისვაძის თქმით, გამომჟღავნდა ის ვითარება, რაც ჭირს დღევანდელ სასამართლო სისტემას. მისი შეფასებით, სასამართლო იმართება შიშით და ეს გადაწყვეტილებაც შიშის კარნახით იყო მიღებული.

დღის ამბები