28 აპრილი 2024,   04:57
ვრცლად
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, ამის შესახებ BBC წერს.

გუშინ მომხდარი თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 48 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ 3 თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახერხა. თვითმხილველების გადმოცემით, სამივე მათგანს ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ჟილეტები ეცვათ და ქუჩაში გამვლელებს ცივი იარაღით ჭრიდნენ.

ტერაქტის შედეგად ერთი პოლიციელიც დაშავდა, რომელმაც 2 თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ ბარში შეკრებილი მოსახლეობა დაიცვა.

ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

 

დღის ამბები