12 მაისი 2024,   12:59
ვრცლად
ლონდონის ტერაქტს 6 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-მდე ადამიანი კი დაშავებულია [ვიდეო]

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო პოლიციამ 3 ეჭვმიტანილი მოკლა. სამართალდამცველების განცხადებით ეჭვმიტანილებს ყალბი ფეთქებადი ჟილეტები ეცვათ. უახლეს ინფორმაციას და ვიდეოს მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს. 

ლონდონის სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, ქალაქის 5 საავადმყოფოში 48 პაციენტია გადაყვანილი. ამ დროისთვის ლონდონ ბრიჯი და მეტროსადგური ლონდონ ბრიჯი დაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათისთვის, ლონდონ ბრიჯზე თეთრი ფერის სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულეებში შეიჭრა და ხალხს გადაურა, შემდეგ კი ადამიანებს ცივი იარაღით დაესხნენ თავს.

დღის ამბები