28 აპრილი 2024,   18:26
ვრცლად
ლონდონის ტერაქტის დეტალები - 8 წუთში ლიკვიდირებული თავდამსხმელები

ტერორისტების სამიზნე ბოლო პერიოდში დიდი ბრიტანეთი გახდა. მანჩესტერის სტადიონზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, ტერორისტები თავს ლონდონის ცენტრს დაესხნენ. გუშინ საღამოს 10:00 საათზე, სატვირთო მანქანამ ადამიანებს გადაუარა და შემდეგ 3 მამაკაცი ცივი იარაღით გამვლელებს თავს დაესხა.

პანიკამ ქუჩიდან ბარებში გადაინაცვლა, სადაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა უკვე პოლიციელმა გაუწია. სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა, პოლიციელებმა თავდასხმიდან 8 წუთში 3-ვე ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია შეძლეს.

ტერორისტულმა თავდასხმამ 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 48 მოქალაქე დაშავებულია, მათგან 21-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

პოლიციამ დღეს მასშტაბური რეიდები განახორციელა და 12 ეჭვმიტანილი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერის მოედანზე, კონცერტის შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

4 დღეში ბრიტანეთი ახალ მთავრობას ირჩევს, და სწორედ საარჩევნო ყუთებთან გამოჩნდება შეიცვლება თუ არა ამ ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკა.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები