08 მაისი 2024,   10:16
ვრცლად
რეპერი გიორგი ქებურიას დედის განცხადებით, სამართალდამცავებმა მის ბინაში ჩხრეკა ოქმის გარეშე ჩაატარეს

გიორგი ქებურიას დედა, ლელა რეხვიაშვილი, გადაცემა არჩევანის ეთერში მისი შვილის დაკავების დეტალებს იხსენებს.  

რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის სამართალდამცავებს არ დაურეკავთ და შვილის დაკავების ამბავი არ შეუტყობინებიათ. ქებურიას დედის განცხადებით, 3 სამართალდამცავი გვიან მივიდა მასთან სახლში და ამ ამბის შეტყობინების შემდეგ ოქმის წარდგენის გარეშე სახლის გაჩხრიკეს.

„ჩხრეკა ვერ ვიტყვი, რომ იყო ძალიან საფუძვლიანი და ძირეული,“ - აცხადებს ლელა რეხვიაშვილი და აღნიშნავს, რომ ის თავად უთითებდა სამართალდამცველებს, რომ გარკვეულ ადგილებში დამატებითი უჯრები იყო.

„სახლში არაფერი არ იყო. გიორგის ოთახი შედარებით ზედმიწევნით კარგად დაათვალიერეს, განსაკუთრებით, მისი უჯრები,“ - განაცხადა ლელა რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, ისინი გირაოს სანაცვლოდ 20 ათას ლარის გადახდას ბინის ჩადების შედეგად შეძლებენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ გადავიხდით, ჩვენ უნდა ჩავდოთ ბინა,“ - განაცხადა ლელა რეხვიაშვილმა. 

დღის ამბები