08 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
ბრალდება ამბობს, რომ გიორგი ქებურიას მარცხენა ჯიბის ჩხრეკის დროს აღმოჩნდა ნარკოტიკი, ამ დროს საერთოდ არ გაუჩხრიკავთ - ადვოკატი

ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრის, გიორგი ქებურიას ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სამართალდამცველებს მისი დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ამ ინფორმაციის დასადასტურებლად, დაცვის მხარეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოუწევს. ამის თაობაზე მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„გიორგი რასაც დეტალებს და ნიუანსებს მის ჩვენებაში აფიქსირებს, ეს არის გადასამოწმებელი,“ - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

ის აღნიშნავს, რომ გიორგი ქებურიას დაკავების დროს ჩხრეკა არ განხორციელებულა და ზოგადად, პროცესში ბევრი დარღვევა დაფიქსირდა. ბრალდების მხარის მტკიცებით კი ნარკოტიკული საშუალება გიორგი ქებურიას მარცხენა ჯიბეში აღმოუჩინეს.

„ბრალდება ამბობს, რომ მარცხენა ჯიბის ჩხრეკის დროს აღმოჩნდა ნარკოტიკი, ამ დროს საერთოდ არ გაუჩხრიკავთ,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ დაკავებისთანავე, გიორგი ქებურიას გადაადგილება არ მომხდარა და მას კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება დაურღვიეს, კერძოდ, ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს, ასევე დაკავების თაობაზე ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს მისი ოჯახის წევრებს.

დღის ამბები