08 მაისი 2024,   20:33
ვრცლად
ეს იყო მორიგი გამოვლინება შსს-ს არასწორი მუშაობის და საზოგადოება ხედავდა, რომ ეს იყო რევანში - "თეთრი ხმაური"

„უკვე ბევრი რაღაც დაგროვდა, რაც სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს,“ - ეს განცხადება მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში, ბირჟა მაფიას მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას გააკეთა.

მისი აზრით, აქციაზე ბევრი ადამიანი სწორედ იმიტომ გამოვიდა, რომ პოლიციური რეჟიმის უამრავ შეცდომაზე თვალი ვერ დახუჭა.

„სწორედ ასე შეგვიძლია შევცალოთ რაღაც,“ - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტი, დავით სუბელიანი აცხადებს, რომ პოლიციის ქმედება, კერძოდ, ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების დაკავება, იყო გამოწვეული რევანშის სურვილით, ჯგუფის კლიპში გამოჩენილი პოლიციელის დამცირების გამო.

„ეს იყო მორიგი გამოვლინება შსს-ს არასწორი მუშაობის, უხეში შეცდომის და საზოგადოება ცალსახად ხედავდა, რომ ეს იყო რევანში,“ - განაცხადა დავით სუბელიანმა.

მისი აზრით, ქვეყანაში ამ კუთხით მნიშნელოვანი პრობლემა არსებობს.

„ცოტა კატა-თაგვობანაში ვართ რა და ცალსახაა, რომ ეს დასასრულებელია, მაგრამ ამ 2 დღეში ვნახეთ, რომ პროკურატურამ 1 დღეში შეიცვალა აზრი მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სისტემაში პრობლემებია,“ - განაცხადა დავით სუბელიანმა.

ის ფიქრობს, რომ პრემიერმა და ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ საჯარო კამპანია დაიწყო, რადგან დღეს, ისევე, როგროც ყველა სხვა ხელისუფლების პირობებში, ძალოვანი სტრუქტურები ქვეყანაში მეტ ძალაუფლებას ფლობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები