28 აპრილი 2024,   21:34
ვრცლად
მორიგი ბრალდება ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ - ცხვრის ბიზნესიდან გაძევებული ინვესტორები და გაკოტრებული ხალხი

ოპოზიცია ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, მორიგ ბრალდებას უყენებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა მელია, აცხადებს, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ცხვრის ბიზნესიდან უცხოელი ინვესტორები გააძევა.

პოლიტიკოსი უცხოელი ინვესტორების და ადგილობრივი მწყემსების დაშინების და უკანონოდ დაჯარიმების ფაქტებზეც საუბრობს.

ყოფილი მთვარი პროკურორის გარდა, სქემაში სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და ამჟამად მოქმედი დეპუტატი, ოთარ დანელია, ფიგურირებს.

იმის მიუხედვად, რომ ბაზაზე ცხვრის ბიზნესით დაკავებული ხუთი კომპანია ოთარ დანელიას მეგობრებს ეკუთვნით, პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ამ ბიზნესთან კავშრის უარყოფს.

2009 წლიდან ცხვრის ექსპორტზე მომუშავე კომპანიების რაოდენობა 2 დან 21-მდე გაიზარდა. ბიზნესი მომგებიანი გახდა. მილიონ-ნახევრიდან მოგება 29 მილონამდე გაიზარდა. 2013 წლიდან კი კომპანიების რიცხვი 5-მდე შემცირდა.

დღის ამბები