28 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველ კომენტარს აკეთებს

„შემიძლია, ყველა დავარწმუნო, რომ ეს არის სიცრუე,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა.

ის აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპონენტებმა გაავრცელეს.

„არა მგონია, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმსახურებდეს რაიმე ტიპის სერიოზულ ყურადღებას. სამწუხაროდ, ეს აჩვენებს ძალიან მძიმე სახეს ჩვენი ოპონენტების ერთი ნაწილის. ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ გაქვს ინფორმაცია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად არასერიოზულია რაიმე მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რაც გაავრცელეს ჩვენმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები