26 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-სთან კონსულტაციების შეჩერებას ახალ სანქციებს არ უკავშირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებულ შტატებთან კონსულტაციების შეჩერებას ახალ სანქციებს არ უკავშირებს. ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ საუბარია მხოლოდ კონკრეტული შეხვედრის გაუქმებაზე და მოსკოვი არ აპირებს ამერიკელებთან დიალოგზე საბოლოო უარი თქვას.

რექს ტილერსონისა და სერგეი ლავროვის მოადგილეების მოლაპარაკება 23 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაუქმდა. ამ გადაწყვეტილებამდე კი, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. შავ სიაში ამჯერად 38 რუსული კომპანია და ორგანიზაცია მოხვდა.

დღის ამბები