08 მაისი 2024,   20:56
ვრცლად
,,ევროპულმა საქართველომ’’ ახალციხეში მერობის კანდიდატად ვაჟა ჩიტაშვილი წარადგინა

,,ევროპულმა საქართველომ’’ ახალციხეში მერობის კანდიდატად ვაჟა ჩიტაშვილი წარადგინა. პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოსახლეობას "ევროპული საქართველოს" საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის მიხედვით ადგილობრივ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაა დაგეგმილი, ხოლო გამოთავისუფლებული თანხებით პენსიების გაზრდაა დაგეგმილი. ახალციხის შემთხვევაში, ევროპული საქართველოს გათვლებით, პენსიის მომატება 35 ლარითაა შესაძლებელი.

“ეს არის ადამიანი, რომელმაც 2016 წელს უკვე მოიგო საპარლამენტო არჩევნები და რომელსაც ხელისუფლება მოგებული არჩევნები მოპარა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და ევროპული საქართველო და მთელი ჩვენი გუნდი აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მთელ საქართველოში ვითარება იყოს უკეთესი“ - განაცხადა პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.  

დღის ამბები