27 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
ადეკვატურად ასახავს და პასუხობს რეალობას - თამარ ჩუგოშვილი NDI-ის კვლევაზე  

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც თვითმმართველობის კოდექსს, საკონსტიტუციო ცვლილებებს, ქვეყანაში არსებულ ვითარებას და პრობლემებს ეხება, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.

პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ NDI-ის კვლევა ადეკვატურად ასახავს იმ რეალობას, რა მიმართულებითაც მოსახლეობას ცვლილებები სჭირდება.

“პასუხობს ეს რეალობას და ვფიქრობ, რომ ადეკვატურად ასახავს იმას, რა მიმართულებითაც მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება ცვლილებების დანახვა. რა თქმა უნდა, ეს არის მეტი სამუშაო ადგილები, ნაკლები სიღარიბე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კვლევის შედეგებს ნაწილობრივ ეთანხმება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ კვლევა საყურადღებოა, თუმცა მმართველი გუნდი ყურადღებით აკვირდება იმ ტენდენციას, სადაც უფრო მეტი ძალისხმევაა მისამართი.

„ნებისმიერი კვლევა, სოციოლოგიური, სატელეფონო, პირადი ინტერვიუები, ერთი ადამიანის მოსაზრებაც კი, არის ჩვენთვის საყურადღებო. ამიტომ, თუ ვაკვირდებით ტენდენციას, ჩვენ ვხედავთ რა არის გამოწვევები, სად გვაქვს მეტი ძალისხმევა მისამართი, რა არის ის, რაც უფრო მეტად უნდა იყოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული. რა თქმა უნდა, ბევრ რაღაცას არ ვეთანხმები, მაგრამ არის საკითხები, რასაც ჩვენ მოქალაქეებთან უშუალო ურთიერთობით ვგრძნობთ, რაც არის მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

დღის ამბები