08 მაისი 2024,   20:21
ვრცლად
"კვლევა ასახავს იმ მძიმე მდგომარეობას რომელიც არის ქვეყანაში" - გიგა ბოკერია NDI-ის კვლევან აფასებს

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "კურიერის" პირდაპირ ეთერში NDI-ის კვლევის შედეგებს აბასებს. მისი თქმით, კვლევები აჩვენებს ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას.

“ეს კვლევა ასახავს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის ქვეყანაში. იზრდება სიღარიბე, პრაქტიკულად არ იზრდება ეკონომიკა არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ამას აფასებს ჩვენი მოსახლეობა. ვითარება, სადაც მესამედზე ნაკლები თვლის, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, ეს არის დიაგნოზი და ეს არის განაჩენი პოლიტიკური ამ გუნდის. ამავე დროს დიდ ნაწილს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, ეს ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, რათა თითოეულ ოჯახამდე მიინოს ის კონკრეტული გეგმა, რაც ჩვენ გვაქვს“ - განაცხადა ბოკერიამ.    

დღის ამბები