07 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, თანამდებობაზე რჩება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, თანამდებობაზე რჩება.

ჩოგოვაძემ განცხადება რამდენიმე წუთის წინ ეკონომიკის სამინსიტროში გააკეთა და ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ის გუნდის წევრია და მასთან დაპირისპირება არ არსებობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გაურკვეველი იყო, რჩებოდა თუ არა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობაზე. ამ საკითხზე პასუხი მთელი დღის განმავლობაში არ ჰქონდათ არც ადმინისტრაციის თანამშრომლებს და არც ეკონომიკის სამინისტროში საუბრობდნენ ამაზე.

გიორგი ჩოგოვაძის შესაძლო გათავისუფლებას GEM FEST-ისთვის დახარჯულ თანხას უკავშირებდნენ. თუმცა, ერთთვიანი წარუმატებელი ფესტივალის დასრულებისთანავე გაუჩინარებულმა ორგანიზატორმა, გიორგი სიგუამ, დღეს კურიერთან აღნიშნა, რომ ანაკლიაში განვითარებულ მოვლენებთან ჩოგოვაძეს კავშირი არ აქვს.

ანაკლიაში კი ყოფილი პრემიერმინისტრის შვილის, ბერა ივანიშვილის, მხრიდან GEM FEST-ით დაინტერესებაზე საუბრობენ.

საპროტესტო აქციები განმუხურსა და ანაკლიაში გრძელდება - ფინანსური დავალიანებების ანაზღაურებას ელექტრონული მუსიკის ფესტივალისგან ადგილობრივი მოსახლება ითხოვს. გიორგი სიგუა პირობას დებს, რომ დავალიანებას გაისტუმრებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები