10 მაისი 2024,   23:06
ვრცლად
ის მიზეზი, რაც დაასახელეს, არის თითიდან გამოწოვილი - ბექა ბასილაია სააკაშვილის ექსტრადირებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები პროკურატურის მხრიდან უკრაინაში გაგზავნილ ექსტრადირების ახალ მოთხოვნას ეხმაურებიან.

ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის ახალი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ, მხოლოდ სიტყვებით თამაშია და შინაარსობრივად პირველი ორი მოთხოვნისგან არაფრით განსხვავდება.

„ის მიზეზი, რაც დაასახელეს, არის თითიდან გამოწოვილი და თავის თავშივე აბსურდული, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე უკვე ორი წლის წარმართულია და ახლა გამოფხიზლდნენ, ახლა გაახსენდათ?“ - აცხადებს ბექა ბასილაია.

ადვოკატები ფიქრობენ, რომ ამ თემის გააქტიურება 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ბექა ბასილაია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ექსტრადირების კიდევ ერთხელ მოთხოვნა პოროშენკო-ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარეობს და ამას სამართლებრივ ქმედებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

დღის ამბები