26 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
სპორტსმენებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემიდან 24 წლის შემდეგ, სპორტსმენებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათ შორის, ვინც მემორიალთან ერთ-ერთი პირველი მივიდა, სოხუმის „ცხუმი“ იყო.

ფეხბურთელების უმრავლესობას სოხუმი მონაყოლით ახსოვთ, მშობლებისგან ან ახლობლებისგან.

სოხუმის დაცემის დღეს მემორიალთან, საქართველოს საუკეთესო და მესამე რეგიონლიგის კლუბები - „ცხუმი“ და „დინამო“ შეხვდნენ.

ფეხბურთელებისგან განსხვავებით, კარგად ახსოვს საკუთარი ქალაქი გუნდის პრეზიდენტს. ალექსანდრე წულაია ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეა, "ცხუმი" კი, ქვეყნისგან მეტ ყურადღებას იმსახურებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები