27 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
"მათ დაარღვიეს კანონი, შეცვალეს დაკავების ოქმი,“ - საქალაქო სასამართლოში კოტე იოსელიანი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი დაიკითხა. იოსელიანი სამართალდამცველების მხრიდან კანონის დარღვევაზე საუბრობს და მის დაკავებას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლად აფასებს. იოსელიანმა სასამართლოს ვიდეომასალაც წარუდგინა, სადაც მისი დაკავების პროცესია ასახული.

„ჰქონდათ შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში დამაკავეს, დაკავებიდან რა ვითარებაში მიმდინარეობდა ჩემთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება. მე მათ ვუთხარი, რომ ჩემი დაკავების ოქმი შეიცვალა. თავიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებდა ჩემს ცოტა ხანში გაშვებას, ჩემს ოქმში ჩაიწერა 173-ე მუხლი, რაც არ არის იმის საფუძველი, რომ ადამიანი გადაიყვანო წინასწარი დაკავების იზოლატორში. 2 საათში ეს ოქმი შეიცვალა და მას დაემატა 166-ე. მათ ჩაიდინეს სამართალდარღვევა, დაარღვიეს კანონი, შეცვალეს დაკავების ოქმი,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

დღის ამბები