21 ნოემბერი 2017,   01:11
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - ფაროსანას შემოსევის დროს დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ

აზიური ფაროსანასგან დაზარალებულმა მოსახლეობამ დახმარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ზუგდიდის ცენტრში შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შესვლა სცადეს  რასაც შეხლა-შემოხლა და სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა.

აქციას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. ნიკა მელიამ გუბერნატორთან გასაუბრება პირადად სცადა. თავდაპირველად დეპუტატს გუბერნიის შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს. პოლიციასთან მცირე დაპირისპირების შემდეგ კი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა შენობაში შევლა შეძლო.

რამდენიმესაათიანი ლოდინის მიუხედავად გუბერნატორი დღეს აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ არ მისულა. სამაგიეროდ მივიდა მისი მოადგილე, რომელმაც დაზარალებულებს უთხრა, რომ კომპენსაციების დარიგების საკითხი ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. ფინანსთა სამინისტრო კი მოსახლეობისთვის ანაზღაურების მიცემას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა დასავლეთ საქართველო აზიური ფაროსანას ებრძვის. განადგურებულია მოსავალი, მწერმა კი მოსახლეობის სახლებში დაიბუდა. 

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები